ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ყაზანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ყაზანში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანს აეროპორტში თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი დახვდა.
ოქტომბრის დასაწყისში ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ჩავიდა და ამ ფორუმის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა ს პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა ის BRICS-ის სამიტზე მიიწვია.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს იმართება. მასში 36 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ