ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები აქვთ ღმერთთან

“მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან ან სასულიერო პირებს ჩემთან – ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები აქვთ ღმერთთან. როგორ შეიძლება მათ ჰქონდეთ პრობლემები ჩემთან?“ – ასე უპასუხა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთ შეხვედრაზე, სასულიერო პირებთან დაკავშირებული მისი პუბლიკაციების შესახებ კითხვას.
 “ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის…
საეკლესიო პირები თავიანთი ქმედებებით ოპერატიული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაცნობებს რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“ |ამბობს ფაშინიანი.
 ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს და უქორწინობის აღთქმის დარღვევაში ადანაშაულებს. კრიტიკის ობიექტია პატრიარქი გარეგინ II-ც.
რამდენიმე დღის წინ კი, სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი