ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე – სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალში კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მანვე საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედი გამოთქვა.
„სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო გლობალური და რეგიონული გამოწვევების მქონე წელი, საქართველომ და სომხეთმა მაინც შეძლეს ჰარმონიული გადაწყვეტილების პოვნა. აღნიშნული ცვალებადი გარემოს ფარგლებში შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ წარმატება იქნას მიღწეული. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან მიხარია, თქვენი მასპინძლობა. ჩვენი საბჭოს წევრებს ვუსურვებ ორმხრივი ინიციატივების წარმატებით განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ შევძლებთ ყველა შესაძლო ძალისხმევის განხორციელებას იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი დონის ურთიერთობა და კიდევ უფრო განვავითაროთ ეს მიმართულება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ინფორმაიცას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას