ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი თავს ОДКБ-ის გარეთ თვლის – მიმაჩნია, რომ გადავკვეთეთ დაუბრუნებლობის წერტილი

სომხეთი თავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა თვლის, ორგანიზაციაში დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„რაც შეეხება (ყაზახეთში ОДКБ-ის სამიტზე მიღებულ) დოკუმენტებს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვყინავთ ОДКБ-ის მუშაობაში მონაწილეობას, რაც ნიშნავს, რომ არ ვმონაწილეობთ დოკუმენტების შემუშავებაში ან განხილვაში, არ ვაყენებთ რაიმე წინადადებებს, ჩვენ უბრალოდ არ ვიყენებთ ვეტოს. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე თავს ОДКБ-ის გარეთ ვთვლით. დაე, გადაწყვიტონ რაც უნდათ. არ ვერევით მათ საქმეებში და არ ვამტკიცებთ, რომ აქ ჩვენ დე იურე გვაქვს ვეტოს უფლება“, -აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ОДКБ-სთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ სომხეთისა და ს აღქმაში არსებული განსხვავება და მათი საჯარო გამოთქმა უკვე სულ უფრო მეტად ართულებს, შეუძლებელს თუ არ ხდის, სომხეთისთვის ორგანიზაციაში დაბრუნებას.
„მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ჩვენ გადავკვეთეთ დაუბრუნებლობის წერტილი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.