ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
-სა და სომხეთს შორის გუშინ ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მთავარ ეტაპს“ აღწევს.
„ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სომხეთის რესპუბლიკამ ყველა საკითხზე კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შესახებ შეთავაზება გააკეთა“, – წერს სომხეთის პრემიერი.
მისი თქმით, რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები „ახლა უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე. ვცდილობთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე განვავითაროთ“.
„საფრანგეთთან ჩვენი მეგობრობა გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ურთიერთობა უფრო მჭირდრო გახდა, რასაც ბრიუსელშიც აღნიშნავენ. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა იწყება. ინდოეთთან ურთიერთობამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, ჩინეთთან ურთიერთობები ვითარდება და ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობისთვის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან