– სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს.
„სამართალდამცავებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს, წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას დილიდან ატარებენ.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობამ „კონსტიტუციით დაშვებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო და ამის მიღწევა კონსტიტუციით დაუშვებელი გზით დაისახა მიზნად“.
გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფის წევრებთან ერთად საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები შეიძინა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა