საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინისგან გაათავისუფლონ

სოხეთის პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესგან გაათავისუფლონ.
მისი განცხადებით, Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ცოლის ღალატში გამოიჭირეს, თანამდებობა დატოვა, რადგან, კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.
„სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, სასულიერი პირი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. კტრიჩ ნერსისიანმა, რომელმაც დაარღვია ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა, დღემდე არ დატოვა საპატრიარქო საკანი, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი – დედა საკათედრო ტაძარი. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა