ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს

გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ს წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას, ირაკლი ს გაუგზავნა.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე ნაყოფიერი დისკუსიების მნიშვნელობას, რომელიც ერევანში, მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ცივილიზაციურ საზოგადოებას, მოემსახურება ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს“, – წერს ფაშინიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ