ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება

ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს 7-8 აგვისტოს ეწვევა.
„ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სომხეთ--ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხზე“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მიზანი „რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა