ნიკოლ ფაშინიანი – ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ

ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენ აზერბაიჯანისგან გარანტიებს ველით და მზად ვართ, მათ გარანტიები მივცეთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია.
„ჩვენ აზერბაიჯანისგან დამატებითი ორმხრივი გარანტიები გვსურს, აზერბაიჯანს კი ჩვენგან, რომ არც ჩვენ და არც მათ ერთმანეთის მიმართ რაიმე ფარული ტერიტორიული პრეტენზიები არ გვაქვს. ეს სამუშაო პროცესია, რომელიც მსგავსად უნდა განიხილებოდეს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.