ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე არცერთ ქვეყანას არ დავეკითხებით, უცნაურია, როდესაც ეს უკვირთ ან სწყინთ კიდევაც. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება თანახმა არ არის, მის ნაცვლად სხვები იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ამ მხრივ სომხეთი თავის სუვერენიტეტს ამყარებს.
“ჩვენი სუვერენიტეტის დამყარების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ, ჩვენი სუვერენიტეტის ჩარჩოებში, ვისთან და რა სახის ურთიერთობები გვქონდეს. ამ ურთიერთობების აწყობის კონტექსტში ვიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ფაშინიანმა.
რუსეთზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უცნაური და გარკვეულწილად უპატივცემულო მიდგომაა, როდესაც მათ უკვირთ ან სწყინთ კიდევაც ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს ავითარებს და აღრმავებს.
“და რატომ არ უნდა გაღრმავდეს? ვინმე გვეკითხება, როდესაც ურთიერთობებს აღრმავებენ იმ მიმართულებებით, სადაც პრობლემას ვხედავთ, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ინტერესების ხარჯზე ხდება? როდესაც ვკითხულობთ რატომ, ისინი გვპასუხობენ: “ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ”. ჩვენც სუვერენული სახელმწიფო ვართ. მზად ვართ, კონსულტაციებისთვის, დისკუსიებისთვის, დიალოგისთვის, მაგრამ არ არსებობს ნებართვის აღების რეჟიმი, ვინაიდან, სუვერენული სახელმწიფო ვართ”, – განაცხადა ფაშინიანმა.