ნიკოლ ფაშინიანი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი ხვალ ოქსფორდშირის საგრაფოში, ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.