და „კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის პრეზიდენტი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომები ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად, – ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„ფაშინიანმა და ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას ურთიერთნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად და რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”