ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ვერ დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის გამო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს არ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
„23-24 დეკემბერს იზოლირებული ვიყავი და სახლიდან ვმუშაობდი. 25 დეკემბერს ჩემი დიაგნოზი უარყოფითია და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები. თუმცა, კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც დღეს სანქტ-პეტერბურგში იმართება, მონაწილეობას არ მივიღებ“, – წერს სოციალურ ქსელში.
ამასთან, გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის ცალკე შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს