სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ტრამპის გზის“ ფარგლებში განიხილება მშენებლობისა და რეალიზაციის ნებართვის გაცემის ორი სცენარი – 99 და 49 წლით.
მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადის გარშემო დისკუსიები მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური მდგენელი.
„კომპანია მიიღებს მშენებლობის უფლებას. ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ ტერიტორიაზე განთავსებული ქონება სომხეთის რესპუბლიკის ხელში გადადის, თავად მიწა კი მუდმივად რჩება სომხეთის საკუთრებად. რაში მდგომარეობს პირობების რეგულირება? იქ ჩაიდება ინვესტიციები, ხოლო ინვესტორს უნდა ჰქონდეს გარკვეული გარანტიები, რომ ის დაიბრუნებს ინვესტიციებს გარკვეული მოგებით. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ამ მიწას ვაძლევთ 5 წლით, ინვესტიციებს არავინ ჩადებს, რადგანაც დაბანდებული თანხის უკან დაბრუნება 5 წელიწადში არარეალურია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
წყარო: პირველი არხი




