ნიკოლოზ სამხარაძე – 30 წელია აშშ საქართველოს უდგას მხარში – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში

30 წელია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანს უსმენენ.
სამხარაძემ კომიტეტის სახელით ამერიკელ დიპლომატს, ამერიკელ ხალხსა და აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
“2009 წელს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოვაწერეთ ხელი და 15 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, თუმცა უკვე 30 წელია აშშ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერის და რაც მთავარია ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით.
მინდა ყველაფერ ამისთვის, კომიტეტის სახელით, აშშ-ს ელჩს, ამერიკელ ხალხს და აშშ-ს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა სამხარაძემ სხდომის დაწყებისას.
საქართველოში აშშ-ს ელჩი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიწვია.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა – ეს არის თემა, რაზეც პარლამენტში რობინ დანიგანის მოსმენა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ