ნიკოლოზ სამხარაძე – ძალიან სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისია ბოლო დროს ხელმძღვანელობს არა სამართლებრივი პრინციპებით, არამედ იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი

სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისია ხელმძღვანელობს არა სამართლებრივი პრინციპებით, არამედ პოლიტიკური გარემოთი – ამ ლოგიკას თუ გავყვებით, შესაძლოა, პოლიტიკურად ეთქვა ვენეციის კომისიას, რომ გუშინდელი გამარჯვება მაინც და მაინც კარგი არ იქნებოდა პოლიტიკური გარემოსთვის, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მთავარი დანიშნულება არის სამართლებრივად შეაფასონ ესა თუ ის კანონი და არა პოლიტიკური განმარტებები აკეთონ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისია ბოლო დროს ხელმძღვანელობს არა სამართლებრივი პრინციპებით, არამედ იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ვენეციის კომისიის მთავარი დანიშნულება არის სამართლებრივად შეაფასონ ესა თუ ის კანონი და არა პოლიტიკური განმარტებები აკეთონ. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, ცესკოსთან დაკავშირებით დასკვნაში ეწერა პოლიტიკურად ასე უფრო კარგი იქნება საქართველოსთვის, არ იყო მოყვანილი ევროპული კანონმდებლობის მაგალითი, რომელ ქვეყანაში მოქმედებს ასე. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, შესაძლოა, პოლიტიკურად ეთქვა ვენეციის კომისიას, რომ გუშინდელი გამარჯვება მაინც და მაინც კარგი არ იქნებოდა პოლიტიკური გარემოსთვის, ვიღაცას გოლი არ უნდა გაეტანა. ეს არ არის ვენეციის კომისიის საქმე, მათი საქმეა სამართლებრივი შეფასება“,- აღნიშნა სამხარაძემ.
ამასთან, როგორც სამხარაძემ განაცხადა, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას ეშინია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
„ზოგადად, ოპოზიცია შეშინებულია. მათ იციან, საზოგადოების განწყობა, ეშინიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რათა საზოგადოების რისხვა არ გამოიწვიონ. რთულ ვითარებაში არიან და შემიძლია რაღაც დოზით ვუთანაგრძნო “,- აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…