ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ფინეთის ელჩმა ნიკოლოზ სამხარაძეს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მათივე ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს 2024 წლის გეგმები და ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.
„მხარეებმა ისაუბრეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო