საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
„მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის გავლენას საქართველოს უსაფრთხოებაზე.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი ბრიტანეთის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტორი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
