ნიკოლოზ სამხარაძე – სალომე ზურაბიშვილს ტრიბუნა წინაზე, 26 მაისს რომ დაუთმეს, მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა – ასეთი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება

ტრიბუნა წინაზე, 26 მაისს რომ დაუთმეს, მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა – ასეთი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოებისთვის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია, პრეზიდენტს ტრიბუნას დაუთმობენ თუ არა, მაგრამ 26 მაისს „მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა საქართველოს მოსახლეობას სტატუსის მოპოვება მიულოცა.
„ეს გადაწყვეტილება არის ერთადერთი ბრძნული, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ევროპულ საბჭოს მიეღო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ხელისუფალს, რომლებმაც საქართველოს მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას – მოვუწოდებ ეუთოს ასამბლეას, მხარდაჭერა გამოუცხადონ თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს