ნიკოლოზ სამხარაძე ნორვეგიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და მათი განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, 2024 წელს ნორვეგიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.
„ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე, ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციასა და ამ გზაზე ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და დან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება