ნიკოლოზ სამხარაძე – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის დე – ფაქტო ხელისუფლებების მიერ მიიღება, არის ბათილი, უკანონო და ნულოვანი სამართლებრივი ძალის მატარებელი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სა და ცხინვალის დე – ფაქტო ხელისუფლებების მიერ მიიღება, არის ბათილი, უკანონო და ნულოვანი სამართლებრივი ძალის მატარებელი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების სთვის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც სამხარაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ტერმინ „ანექსიის“ გამოყენება სწორი არ არის, რადგან ადგილი აქვს აგარაკების 49-წლიანი იჯარით გადაცემას და არა ბიჭვინთის ანექსიას.
„იმ ვითარებაში, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქცია აღდგენილი არ არის, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც ხელგვეწიფება. ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები, საერთაშორისო თანამეგობრობას ვითარების შეფასებისკენ და მიღებული გადაწყვეტილებების დაგმობისკენ მოვუწოდოთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე, რუსეთისა და დე -ფაქტო მარიონეტული რეჟიმების მხრიდან პროვოკაციები და პროვოკაციული განცხადებები მით მეტად გახშირდება.
„დიდი ხანია ვხედავთ, რომ რაც მეტი პროგრესი აქვს საქართველოს და რაც მეტად ვითარდება ქვეყანა, პროვოკაციები მით მეტად ხდება, რაც მიმართულია ქართულ საზოგადოებაში არეულობის, შიშისა და ქაოსის დათესვისკენ, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა, რომ ის არის ძლიერი, ჰყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება არის ბრძენი. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ შევუშინდებით და გავაგრძელებთ გზას, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი.
მივაღწევთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას და მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღიდგენს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება