ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს „ევრონიუსის“ შეცდომა მალე გამოსწორდება, არ მგონია, ეს მიზანმიმართულად ყოფილიყო გაკეთებული

ნებისმიერი მედიის ქმედებას, რომელიც საქართველოს რუკას გამოხატავს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, მკაცრი რეაგირება მოჰყვება, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ „ევრონიუსი“ შეცდომას მალე გამოასწორებს.

„ნებისმიერი მედია საშუალება, იქნება ეს დასავლური თუ სხვა ქვეყნის მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს რუკას გამოხატავს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ჩვენი რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება. იმედი მაქვს ეს შეცდომა მალე გამოსწორდება. მედია არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი.

არ მგონია, ეს მიზანმიმართულად ყოფილიყო გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ცნობისთვის, “Euronews”-მა საქართველოს რუკა ს და სამხრეთ ოსეთის გარეშე გამოაქვეყნა.

დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ „ევრონიუსს”“უკვე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.