ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და იაპონიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იაპონიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე, სამომავლო პროექტებზე და საქართველოში იაპონიის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.
„საქართველოსა და იაპონიას გვაკავშირებს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს