ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს – ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები -ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებული საკითხები, ში მიმდინარე რუსული აგრესია, ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროებაზე და აშშ-ს შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქ. ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ