ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ობრაიენს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორს, მარკ ქემერონს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა.
„საუბარი ასევე შეეხო ივლისში დაგეგმილ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ