ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ვიორელ მოშანუს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ეუთო-ს 2024 წლის დღის წესრიგი და პრიორიტეტები.
შეხვედრაზე ს მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარებაზე ისაუბრეს.
მიმოიხილეს ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმდინარეობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში სა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე