ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა, ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს

ეუთოს ფორმატში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაცემულ პასუხს ეხმიანება.
აბაშიძის შეფასებით, უილსონს და მის მსგავს პოლიტიკოსებს საქართველოს ოკუპაცია არ ადარდებთ და მარგინალურ ოპოზიციაზე აქვთ სწორება, ვინაიდან, მათგან ხეირს ელიან.
“ეუთოს ფორმატში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს. ამგვარ პოლიტიკურ არსებებისთვის დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ოკუპირებული საქართველო არ ადარდებთ და ანგარებიანად მარგინალ ნაცოპოზიციაზე აქვთ სწორება, იქიდან ხეირია და ამიტომ.
თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული ს რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს, – მიმართა პარლამენტარმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე კონგრესმენ უილსონს.
სამხარაძემ აღნიშნა, რომ უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის უილსონმა, არ ცნო საქართველოს საპარლამენტო ს შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებების, დეზინფორმაციის გავრცელებას.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში