ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერს, ნურ ჯაზლან მოჰამედს და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვონგ ჩენს შეხვდა.
შეხვედრებზე საუბრის ძირითადი საკითხები იყო პოლიტიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.
ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„შეხვედრებზე საუბარი გვქონდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე და აღვნიშნეთ, რომ ის წარმოადგენს კარგ პლატფორმას საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან უკეთ დასაკავშირებლად. შეხვედრებზე ხაზი გავუსვით ორმხრივი ურთიერთობების დინამიურად განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე ში და მის გავლენაზე სამხრეთ კავკასიაზე.
მალაიზიურმა მხარემ ქართველ კოლეგას აცნობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შესახებ, მათ შორის ყურადღება გაამახვილა -ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ტარიფების დაწესების უარყოფით გავლენაზე ასეან-ის ქვეყნებზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მალაიზიაში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ტარდება.
Previous: კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე ის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად