ნიკოლოზ რაჭველი: ხოდა მზიაც ისტორიის კუთვნილებაა, ნინოც ქართული გენის სიამაყეა… დრო გვიჩვენებს! და გაგახსენებთ ერთ მშვენიერ დღეს!

“ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი…
და რა აზრი აქვს ჩემს ტექსტს ახლა…
თითქმის ნახევარი პლანეტა მაქვს მოვლილი ამ საოცარ მუსიკოსთან და ამავვდროულად ჩემ უახლოეს მეგობართან ერთად და მის საგრიმიოროებთან ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ლეგენდარული პიროვნება მინახავს მისალოცად და თაყვანისცემის გამოსახატავად საკმაოდ გრძელ რიგში ჩამდგარი…
ჰოდა ისტორია თავისას იტყვის, ნინო ქათამაძე ნინო ქათამაძედ დარჩება, მისი მოტანილი ახალი სიტყვა ქართულ სასიმღერო მუსიკაში მუდამ ჩაითვლება საეტაპო მნიშვნელობის კულტურულ მოვლენად… მაგრამ ასევე ისტორია იტყვის, რომ ის ქართულმა სამართლიანმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ ცნო, რადგან თავისი ხმით და არსებობით, კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის უფლებით იცავდა ღირსების პატიმარს, მოშიმშილე ჟურნალისტს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ სამი თითით სილის გაწვნის გამო თავდამსხმელად შერაცხა და მერე ქართულმა საამაყო პოლიციამ სახეში აფურთხა, წყლის მიწოდება და საპირფარეშოთი სარგებლობა სანატრელად უქცია…
ხოდა მზიაც ისტორიის კუთვნილებაა, ნინოც ქართული გენის სიამაყეა, ხოლო ის მოსამართლე, ვინც ამ ვიდეოში ჩანს და ერთი სული აქვს დროზე დაასრულოს პროცესი (რადგან განაჩენი დაწყებამდე გამოტანილია) ისევ ნინოს გამო შეიძლება შემორჩეს ისტორიას, ხოლო როგორ?
დრო გვიჩვენებს! და გაგახსენებთ ერთ მშვენიერ დღეს!” – წერს სოციალურ ქსელში .