ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მისი მეგობრის, ეროვნული ორკესტრის მევიოლინის, მაგდა ცინცაძის 14 წლის შვილი.
“ნიაკო… დღეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ეროვნული ორკესტრის მევიოლინე და ჩვენი მეგობარი მაგდა ცინცაძე უკანასკნელად მოეფერა და შემდეგ ბოლომდე უყურა როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის საოცარი ქალიშვილი…
დღეს პირველად ვნახე ჩემი ორკესტრი გაქვავებული და შეძრული… ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, რაც ყველას ერთად გადაგვიტანია…
ღმერთმა ჩაიკრას გულში მისი სპეტაკი სული და გაძლება მისცეს მაგდას და აგრეთვე შესანიშნავ მუსიკოს ვაჩეს, ნიაკოს მამას…
ამ ხანმოკლე ვიდეოში ნიაკო დედასთან ერთად მღერის…
და როგორ მღერის…
თურმე საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა…
ახლა ანგელოზთა დასში იგალობებს…” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჟორჟოლიანი – საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში

ლევან ნატროშვილი – „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მითოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ვაგრძელებთ მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს