“შეიძლება მეტისმეტად ამპარტავნულად გამომდის და მომიტევეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ რთულ დროში სწორ პოზიციაზე ვარ და ვამაყობ ამით… გააზრებულად ვეთანხმები კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების უმეტეს შეხედულებებს… სამწუხაროა, რომ ამის გამო კეთილდღეობის, საკუთარ სამშობლოში უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობისა და სიმშვიდის სასწორზე დადება მიწევს… მაგრამ ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლები…
რა თქმა უნდა შეცდომებიც მაქვს დაშვებული (რომელთაც გულწრფელად ვნანობ), მაგრამ ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ყოველთვის მინდოდა და ახლაც მსურს საუკეთესო!
ძალიან მიყვარს საქართველო
პატივისცემით, თქვენი “ეგრეთწოდებული” ნიკოლოზ რაჭველი (ცოტა ხნის წინ, საჯაროდ, სწორედ ასე მომიხსენია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა)
P.S. ხვალ ნინო ქათამაძესთან და ჯგუფ “ინსაითთან” ერთად (ომის დაწყებიდან პირადად მე უკვე მეცამეტედ) უკრაინაში მივემგზავრები, მათშორის მესამედ მათი შესანიშნავი და გაუტეხელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასაკრავად და სადირიჟოროდ!
დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს, გამარჯვება და ევროპული მომავალი ჩვენ ქვეყნებს!!!
P.P.S. ამ პერიოდში ახალ სიმფონიურ ნაწარმოებზე ვმუშაობ, რომლის პრემიერა სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი ციურიხში ლუქსემბურგის ორკესტრის შესრულებით, ასეთ დროს ბევრი სიახლე მრჩება მხედველობის და რეაგირების მიღმა. მათშორის აღმოჩნდა ტატო კოტეტიშვილის უდიდესი წარმატება კინოს საერთაშორისო სამყაროში, რამაც უზომოდ გამახარა და რასაც მთელი გულით ვულოცავ ფილმის შემოქმედებით გუნდთან ერთად! –
წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი.