ნიკოლოზ რაჭველი: ეს ფოტოც იმ დაუვიწყარ დღესაა გადაღებული…

“ვემშვიდობები ნიკო ლეკიშვილს, ყველაზე ძვირფას რაჭველს და ყველაზე მაგარ თბილისელს… რეზი არველაძეს ვეუბნებოდი, მარტო ჩემდამი გაკეთებული სიკეთე და ამაგი რომ გავიხსენო ერთი წიგნი დაიწერებათქო… მაგრამ ცოტა მეგულება გარშემო, ვისაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც მისი უანგარო მზრუნველობა არ გამოეცადოს…
რამდენიმე დაუვიწყარი მოგონებიდან მხოლოდ ჩვენს ბოლო ამბავს გავიხსენებ: როგორც იცით ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებმა გასულ წელს ჩვენი ხელით წამოვიწყეთ სარეპეტიციო-საკონცერტო აუდიტორიის რემონტი. ცხადია ფინანსური რესურსებიც დაგვჭირდა სამშენებლო მასალების შესაძენად. გაიგო ნიკომ ეს ამბავი, მაშინვე შემომეხმიანა და ადგილზე მიყვანა მთხოვა. შენობაში მე და ორკესტრის სოლისტები დავხვდით, თავადაც რამდენიმე ახალგაზრდა ბიზნესმენთან და მშენებლობის სპეციალისტთან ერთად მოვიდა. გვითხრა, რომ მისი და გია ყანჩელის სახელით თავი მოვალედ ჩათვალა გვერდით დაგვდგომოდა ამ წამოწყბის ბოლომდე მიყვანა რომ გამოგვსვლოდა… და მიგვაყვანინა კიდეც…
ამ ამბიდან მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული…
ეს ფოტოც იმ დაუვიწყარ დღესაა გადაღებული…
ვიდეო ჩანაწერი კი ქეთი გოგილაშვილს დავესესხე აგრეთვე ცოტაოდენი ხნის წინ მათ არაჩვეულებრივ ოჯახში სტუმრობისას ექსპრომტად შესრულებული სიმღერით…
ვიდრე შემეძლება გავუფრთხილდები მის სახელს, მადლიერებით ვილოცებ მისი სულის სადიდებლად!
დიდი მადლობა ყველაფრისათვის❤️💔” – წერს სოციალურ ქსელში