ნიკოლოზ მარსაგიშვილი – მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული – წინააღმდეგი ვარ, ჩატარდეს ვეტინგები

მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული – კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ როცა ვვარაუდობ, რომ კეთილსინდისიერი არა ხარ და უნდა შეგამოწმო, დავსვამ საკითხს, ვინ უნდა შემამოწმოს?! – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კითხვაზე, საკანონმდებლო დონეზე მოსამართლეთა ვეტინგი ნებაყოფლობითი რომ იყოს, კეთილსინდისიერების შემოწმებას საკუთარი ნებით გაივლიდა თუ არა, მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ ვიღაცის მიერ შემოწმებას ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა.
„არ ვიცი, როცა შემოწმება ნებაყოფლობითია, ის რამდენად არის ვეტინგი. ვეტინგი სულ სხვა მიზნებს ისახავს. პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის – ის სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული.
ახლაც ყველა მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობა არის ღია. ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობის დროს, იმაზე მეტ ინფორმაციას აწვდიან, რაც დეკლარაციის შევსების პირობებით არის განსაზღვრული.
სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვს.
ნებაყოფლობით არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ
შემამოწმოს, თუმცა ჩემი დეკლარაცია საზოგადოებისთვის ღიაა და ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხს გავცემ. წინააღმდეგი ვარ, გამომკითხონ და ჩატარდეს ვეტინგები. არც ერთ მოსამართლეს არ ეშინია, რომ მისი არაკეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დადგება“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას