ნიკოლოზ კახეთელიძე – სამშენებლო მიმართულებები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად, განვითარებას ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ

ჩვენი ოპონენტების მხრიდან სულ საუბარია იმაზე, რომ თბილისს არ უხდება მრავალსართულიანი შენობები, რადგან ეს არ არის ევროპული და დასავლური, – თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორი შენობები დგას როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„სამწუხაროდ, თბილისში დღეს არ არის მაღალი კლასის შენობები, რომლებიც დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამიტომ მისასალმებელია ისეთი ტერიტორიის შერჩევა, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები და ოფისები აშენდეს. სამშენებლო მიმართულებები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად, ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ განვითარებას. მე, როგორც სპეციალისტი, მხარს ვუჭერ მსგავსი ტიპის მშენებლობებს. ასეთ შენობებში ცხოვრება და მუშაობა უფრო კომფორტულია“, – განაცხადა კახეთელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა