ბავშვის სამოსის მწარმოებელი კომპანია “ნიკოლი” 2025 წელს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებაზე იმუშავებს – წლის საექსპორტო გეგმებზე BMG-სთან ბრენდის დამფუძნებელი, ნიკა ნიკოლაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარზე კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს.
“ექსპორტის მიმართულებით მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო სტაბილური პარტნიორის მოძიება, რომელსაც ყოველწლიურად ყველა კოლექციას გაუგზავნი. 2024 წლის მთავარი მიმართულება იყო ჩინეთის ბაზარი, ერთ-ერთ ევროპულ გამოფენაზე გავიცანით ჩინელი პარტნიორი, რომელმაც ჩვენი პროდუქტი TaoBao-ზე განათავსა. შემდეგ თავად გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა ძალები ჩინურ ბაზარზე, მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში. გამოხმაურება მოსალოდნელზე უფრო უკეთესი აღმოჩნდა.
