ნიკოლეიშვილი: …ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ

რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ
“რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, არ აწყობთ მათ საქართველოს არც სტაბილურობა და არც მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ,”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის – რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა”- ამბობს და სრულიად ვეთანხმები. ვინმეს სჯერა, რომ დესტრუქციული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ რომ სადმე გაქრნენ?! რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, არ აწყობთ მათ საქართველოს არც სტაბილურობა და არც მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ, ერიც და ბერიც, ხელისუფლებაც და თუ გნებავთ ოპოზიციაც, დიახ სწორედ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლისთვისაც სკამზე და ფულზე ძვირფასი ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხია. თუ კი ასეთები არ აღმოჩნდებიან მაშინ ღირსეული და კანონის შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ყველას!”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას