ნიკოლა სარკოზის საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, უცხოური ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს.

სარკოზი ისტორიაში საფრანგეთის მეორე პრეზიდენტია, რომელსაც უცხოური ლეგიონის ჯილდო ჩამოართვეს. პირველი ასეთი პრეზიდენტი, ნაცისტური გერმანიის კოლაბორაციონისტი ფილიპ პეტენი იყო, რომელიც 1945 წელს ოკუპანტებთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს.

ორდენის ჩამორთმევის ინიციატივის წინააღმდეგი იყო საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი . მისი თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ ყოფილ პრეზიდენტებს პატივს სცემდნენ”.

უცხოური ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააწესა.

2021 წლის მარტში სასამართლომ ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. 2014 წელს სარკოზი 2007 წლის მისი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცის მისაღებად მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა.

ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მიესაჯა, თუმცა, ციხის ნაცვლად, მას მისცეს შესაძლებლობა, რომ სასჯელი ელექტრონული სამაჯურით მოეხადა.

2023 წელს სარკოზიმ სააპელაციო სასამართლო წააგო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამტკიცა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მისი ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში (ECHR) სარჩელის შეტანას გეგმავენ.

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო.