ნიკოლას მადურო – ვენესუელა -სთან პირდაპირ მოლაპარაკებებს განაახლებს

ვენესუელა -სთან პირდაპირ მოლაპარაკებებს განაახლებს, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ნიკოლას მადუროს განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მან აშშ-ის მთავრობისგან მოლაპარაკებებისა და პირდაპირი დიალოგის განახლების შესახებ წინადადება მიიღო.
„ორთვიანი განხილვის შემდეგ, მე მას დავთანხმდი და მომავალ ოთხშაბათს აშშ-ის მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლდება, რათა კატარში ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელება და სასწრაფო დიალოგის პირობების აღდგენა მოხდეს“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.
მადურომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ხორხე როდრიგესი გაემგზავრება.
შეგახსენებთ, 2023 წლის ბოლოს, კატარის შუამავლობით, აშშ-მა და ვენესუელამ პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?