ნიკოლას მადურო ბრუკლინში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, – ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, მადურო წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილების კოლონით მიიყვანეს.
დაწესებულების გარეთ ხალხის უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა, ბევრი მათგანი ვენესუელის დროშებს აფრიალებდა.
მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.