ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს

ნიკოლას მადუროს ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს, – ამის შესახებ -ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში. ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ“, – წერს ბონდი X-ზე.
პემ ბონდიმ წარმატებული ოპერაციისთვის -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.