ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს.
„დღეს ჩვენ შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი შევიპყარით, მათ შორის ორი -დან“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
მისი თქმით, დაქირავებული ჯარისკაცები პარასკევს, 10 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის წინ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.
ვენესუელის პრეზიდენტის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი ამერიკელი, ორი კოლუმბიელია, ხოლო 3 უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობდა.
„დარწმუნებული ვარ მომავალ რამდენიმე საათში ისინი აღიარებენ“, – აღნიშნა ნიკოლას მადურომ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?