ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ აშშ „ომის ფაბრიკაციაში“ დაადანაშაულა.
აღნიშნული განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონმა ნარკოკარტელებთან საბრძოლველად კარიბის ზღვისკენ გააგზავნა მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ხომალდი, ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“. ამ ხომალდს 90-მდე სამხედრო თვითმფრინავის ტარება შეუძლია.
„ისინი ქმნიან ახალ, მარადიულ ომს. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ომში აღარასდროს ჩაერეოდნენ და ახლა თავად აწყობენ ომს“, – განაცხადა ვენესულის პრეზიდენტმა.
აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდა სამხედრო წარმომადგენლობა კარიბის ზღვაში. რეგიონში გააგზავნეს სამხედრო ხომალდები, ბირთვული წყალქვეშა ნავი და F-35-ის ტიპის გამანადგურებლები, რასაც ვაშინგტონი ნარკოტიკების გადაზიდვის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას უწოდებს.




