რუსეთის მიერ ქალაქ ნიკოლაევზე საჰაერო იერიშის შედეგად უკანასკნელი მონაცემებით სამი ადამიანი დაიღუპა, ოცზე მეტი კი დაშვდა.
ნიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის მიხედვით, რუსეთმა 19 ივლისს, 17:00 საათისთვის, იერიში მიიტანა ქალაქის საცხოვრებელ უბანზე. დაღუპულთა შორის არის 13 წლის მოზარდიც.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც და მოუწოდა დასავლეთს, რუსეთზე წნეხის მოსახდენად და უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი წალისხმევა გაიღონ.
“ჩვეულებრი საცხოვრებელი სახლის გვერდით საბავშვო მოედანზე მიიტანეს იერიში. ამჟამად, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ხოლო დაღუპულია სამი, მათ შორის, ბავშვიც. რუსეთი ყოველდღე ტერორით ამტკიცებს , რომ მასზე საკმარისი წნეხი არ არის. სიცოცხლის განადგურება უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვჭირდება ახალი გადაწყვეტილებები ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. რუსეთმა სამყაროს ძალა უნდა შეიგრძნოს” – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.