ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო რბოლას გაემოთიშება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და -ის ყოფილ ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი დღეს, 6 მარტს გამოაცხადებს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვის შესახებ.
ამასთან, წყაროების ცნობით, ჰეილი არ აპირებს მხარი დაუჭიროს კონკურენტს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს.
ნიკი ჰეილი ს ერთადერთ კონკურენტად რჩებოდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში. მან მხოლოდ ორ შტატში — ვაშინგტონსა და ვერმონტში — შეძლო შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება.
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ დონალდ ტრამპია. რესპუბლიკელი კანდიდატი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.