ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ, ს ერთადერთმა კონკურენტმა, ხმების 62.9% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი – 33.2%-ი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში და კიდევ უფრო მიუახლოვდა შანსს, გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც “რესპუბლიკელების” შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ