კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ნიკა მელიას დაკავების დეტალებს “ტვ პირველის“ ეთერში ჰყვება და ამბვობს, რომ მან პირადად გამოკითხა ადამიანები და სწორედ მათგან იცის, როგორ დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი.
ეს არ იყო დაკავება, ნიკა ჩასაფრებით მოიტაცეს. მე გამოვკითხე ბიჭები და ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით, რა და როგორ მოხდა. ნიკა მიდიოდა გადაცემაში, ფორმალური საფუძველი მისი დაკავების დღეს არ არსებობდა. ლისის ტბის ასახვევთან აჩერებს 1 პატრული მანქანა და ეუბენბა, რომ შუში დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო, ნიკას მანქანას არა, მეორე მანქანას, მიდის წინა მანქანასთანაც, ჩააწევინებს ფანჯარას, ხედავს ნიკას და გადასცემს რაციაში, რომ ობიექტი აქ არის, უცბად მოდის 10-ზე მეტი მანქანა, 1 სამარშრუტო ტაქსი, ხალხი ასევე გამოდის ტყის პირიდან, დაცვას, რომ რამე არ დაენახა და არ ჩარეულიყვნენ, პირდაპირ აყუდებენ მანქანასთან, ნიკა გადმოყავთ და შეყავთ მარშუტკაში, ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და წაიღეს თან, ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია, რაც კი კადრები შეიქმნა, მათ გარეშე, ისიც წაღებულია… იყო 100-მდე ადამიანი, შავებში ჩაცმული, რეალურად ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია. რეალურად ნიკა დაიჭირეს წინსწრებად, ასეთი რამ არც გამიგია, ეს ახალია, არ ვიცი, ვის რისი ეშინია, ამ კაცმა თქვა გასაგებად, არ ვაპირებ წინააღმდეგობის გაწევას, სადაც ვიქნები მოდით და დამაკავეთ, მეტი რა ექნა,-განაცხადა გვარამიამ.
