ნიკა ღოღობერიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ტაეკვონდოისტმა ნიკა ღოღობერიძემ(-73 კგ) მოიპოვა. მან ფინალი თურქ სპორტსმენთან დათმო.
ფინალამდე ნიკამ ბოსნია-ჰერცოგოვინელი, უნგრელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ლიეტუველ მოწინააღმდეგეს სძლია.
მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა, აქედან ექვსი კი ძიუდოისტების ანგარიშზეა: ვერცხლი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) და გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი საბა ბოლქვაძე (-50 კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ), (-81 კგ) და იოანე აბალაკი (+90 კგ) გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – სამხრეთ აფრიკაშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად – ბუნდოვანია, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?

ზურაბ ჯაფარიძე: ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ