ნიკა ფარულავა: უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს

უკრაინაში ს წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე შეურაცხმყოფელი სიმბოლოები და წარწერები გააკეთეს. ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2022 წელს ფოტოები თბილისის მერიამ 9 აპრილის მემორიალიდან გადაიტანა, სადაც საპატიო ყარაული დგას და უამრავი სათვალთვალო კამერაა.

ნიკა ფარულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს.

ფოტოები 2022 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისის მერიამ 9 აპრილის მემორიალიდან გადაიტანა გმირთა მემორიალთან და განცხადებაში ეწერა, რომ ამით პატივს მიაგებდნენ მათ ხსოვნას. 

გმირთა მემორიალთან დგას საპატიო ყარაული, გარშემო არის უამრავი სათვალთვალო კამერა, ჰოდა, უმარტივესია იმ ნაბიჭვრის იდენტიფიცრება, ვინც ეს არაკაცური საქციელი ჩაიდინა. (ყველაფერს კიდევ ზედმეტად რბილ შეფასებებს ვაძლევ) 

, ცხოვრებაში არაფერზე დამითაგიხართ, აზრს ვერ ვხედავდი, მაგრამ ახლა მოგნიშნავთ ხვალ რომ არ თქვათ არ ვიცნობ ამ ფაქტსო. დანარჩენი თქვენზეა, რას და როგორ მოიმოქმედებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვენც გელოდებით, მარკერით გაკეთებული წარწერების-გამო ხალხს რომ იჭერთ. თუ არადა, სადღაც გადავაწყდებით და ხელებს დავამტვრევთ ამის გამკეთებელს. ასე იქნება ეს – საჯაროდ ვამბობ. 

დიდება გმირებს!

პ.ს. ხვალ მივალ და ყველა ჩვენი გმირის ფოტოს ახალი ფოტოებით ჩავანაცვლებ,” – წერს ნიკა ფარულავა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ვაჟა სირაძე „ჰოლიდეი ინნ“-ში ერთი პირის დაკავებაზე: შემოსული იყო შეტყობინება ერთ-ერთი ნომრიდან გასროლის შესახებ – შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არაა და ვერ გეტყვით, იარაღი არის თუ არა ამოღებული