კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა:
მაკა ბოჭორიშვილს უთქვამს, 2008 წელს დასავლეთმა არ დაგვიცვაო.
ტყუილია.
რუსეთის საოკუპაციო ჯარები შეაჩერა პირველ რიგში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, სახელმწიფომ და მათთან ერთად დასავლურმა, უმთავრესად კი აშშ-ს რეაქციამ.
მხოლოდ ფაქტები:
თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა, რადგან აქ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები “ჰერკულესები” იდგნენ.
ერაყიდან 800-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცის ჩამოყვანა და 11 ტონა ტვირთის ჩამოტანა სრულად აშშ-ს საჰაერო ძალებმა უზრუნველყვეს.
ხმელთაშუაზღვაში განლაგებული ამერიკული მე-6 ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა. ისინი შემოვიდნენ ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ფოთის პორტში. აშშ-ს საზღვაო ძლების გამოჩენამ შავ ზღვაში რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა და ხელი შეუშალა დასავლეთ საქართველოში ოკუპაციის გაფართოებაში.
15 აგვისტოს საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.
12 აგვისტოს, როდესაც გორის ცენტრალური მოედანი დაიბომბა, თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერი – ამ ნაბიჯით მათ სურდათ მხარდაჭერის დაფიქსირება და დედაქალაქზე შეტევის შანსის მინიმალიზება.
ასევე, ახლა რომ გამუდმებულ გინებაში ჰყავს “ოცნებას” იმ უკრაინამ 2008 წელს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები მალულად გადმოგვცა.
და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც სამწუხაროდ პუტინის იმპერიალისტური მიზნების დასავლეთში ბევრს არა თუ არ სჯეროდა, არამედ პირიქით, ყველგან მიესვლებოდა და ხელსაც ართმევდნენ.




